12.08.2010

მთვარეს NASA-ს რაკეტა დაეჯახა! აღმოჩენილია არა მხოლოდ წყალი


                                                                                                                                                                                          
  • NASA-ს მეცნიერებმა, მთვარის ერთერთ კრატერში გააგზავნეს რაკეტა რომელმაც  გამოიწვია კრატერიდან სხვადასხვა მინერალების ამოფრქვევა. ექსპერიმენტის ანალიზმა აჩვენა რომ მთვარეზე არის საკმაოდ დიდი მარაგი წყლისა და ასევე კომპლექსური ნარევი სხვადასხვა მინერალებისა.
  • ჯერ საიდუმლოდ რჩება ის თუ როგორ აღმოჩნდა მთვარეზე ისეთი მინარევები რომლებიც შეიცავენ ნახშირწყალბადს და მსუბუქ მეტალებს.
  • მეცნიერებმა გამოთვალეს რომ მთვარის კრატერის მასის 5.6 პროცენტი გაყინული წყალია. NASA-ს ამ მისიას უნდა გამოეკვლია კრატერის გაყინული ნაწილების შემადგენლობა. კრატერში აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით წყალი და მინერალები რომელთა წარმომავლობაც უცნობია.                                                                          მინარევები რომლებიც შეიცავენ ამონიას, ნახშირბადის დიოქსიდს, ნახშირბადის მონოქსიდს(მხუთავი აირი), სოდას და ვერცხლს შესაძლებელია მთვარეზე მოხვედრილიყო დედამიწიდან ან რომელიმე კომეტიდან და ასტეროიდიდან.   „ასეთ შედეგებს საერთოდ არ ველოდით. თავად წყლის აღმოჩენა ძალზედ მნიშვნელოვანია მაგრამ სხვა მინერალები ნამდვილად განმაცვიფრებელი აღმოჩნდა ჩვენთვის.“ ამბობს Anthony Coleprete წამყვანი მეცნიერი NASA-ს მთვარის კრატერებზე დაკვირვებაში.                                                                                                              მას შემდეგ რაც მთვარეზე წყალბადის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერები მიყვნენ კვალს და გადაწყვიტეს რომ გამოსაკვლევად აერჩიათ ისეთი კრატერი სადაც წყალბადის კვალი ყველაზე მეტად შეიმჩნეოდა. კრატერს დააჯახეს უბრალოდ ცარიელი რაკეტა რომელმაც გააჩინა 20-30 მეტრის დიამეტრის მქონე ხვრელი. დაჯახება გამოიწვია კრატერის ნამსხვრევების ნახევარ მილზე ამოფრქვევა რაც სავსებით საკმარისი ამღოჩნდა ამ ნამსხვრევების მზის შუქზე გამოსაჩენად და მასზე დაკვირვების საწარმოებლად.                                                                                                                          კოსმოსური ხომალდისათვის შეარჩიეს სტრატეგიული პოზიცია კრატერთან მიმართებაში, იმისთვის რო მარტივი გამხდარიყო ამოფრქვეული ნამსხვრევებში ქიმიური ელემენტების შემჩნევა და გამოკვლევა.                                                                  მისია დააფინანსა NASA-ს ექსპედიციების დივიზიამ რომელიც დაინტერესებულია ბუნებაში ფარული რესურსების აღმოჩენასა და გამოყენებით.                            „ყოველთვის ვამბობდით რომ მთვარე არის მშრალი პლანეტა და ამას ადასტურებდა აპოლოს გაშვების შემდეგ გაკეთებული გამოკვლევებიც“ ამბობს პიტერ შულცი ბრაუნის უნივერსიტეტის პლანეტათა გეოლოგი.                                  „ახლაკი ჩემთვის ეს არის სრულიად ახალი მთვარე. ვიცით რომ  შეგვიძლია ვაწარმოოთ მასზე შედეგიანი გამოკვლევები და მივიღოთ ახალი ინფორმაცია მასზე არსებული რესურსების შესახებ“ თქვა შულცმა.

11.15.2010

ვაკის პარკის ერთი დილა

  




კვირა დღე. . . . . . . ვზივარ ვაკის პარკში სკამზე, გავყურებ შადრევანს, რომელიც მხოლოდ ზაფხულობით ასრულებს თავის ფუნქციას. Bბევრი ხალხი ირევა, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგს ბავშვი ჰყავს ჰაერზე, ზოგიც ვარჯიშობს – ჯამრთელობისთვის კარგია.. რა თქმა უნდა პარკი სავსეა დღეს ხომ კვირაა..  მალე ახალი წელი მოვა.. ახალი რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ ახალ 2011 წელს შევხვდებით...

ერთი შეხედვით რა კარგად არის ყველაფერი.... თითქოს უდარდელია ყველა....…

_ სადაც ამდენი ბავშვია ნუთუ შეიძლება ამდენი აშვებული ძაღლი, რომ დარბის ? _ მესმის  გვერდით სკამზე მჯდომარე ახალგაზრდა დედის ხმა, რომელსაც თვეების ბავშვი, ბავშვის ეტლში უწევს.

_ პარკი იმისთვის არის, რომ ბავშვებმაც ისეირნონ და ძაღლებმაც თავისუფლად ირბინონ, რა ვიცი მე ასე ვფიქრობ. _ უპასუხა მეგობარმა, რომელიც იქვე მორბენალ ლაბრადორს უყურებდა...

_ პარკი ყველასია........- იცინის ახალგაზრდა დედა.

უცებ მეც ჩავფიქრდი, ნეტა მართლა რა ფუნქცია აქვს პარკს? ჩემთვის ალბათ დასამშვიდებელი გარემოა, სასიამოვნო, ლამაზი, მართლაც ლამაზია ვაკის პარკი, რომელიც გასაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის რადგან აქ გავიზარდე.

A ატრაქციონები..... ძველია აი ის წითელი საქანელა განსაკუთრებით ძველია სულ მეშინია არ ჩამოვარდეს, ნეტა როგორ ანდობენ ბავშვებს?

  ეჰ, როგორ მიყვარდა მანქანები., რა კარგია ბავშვობა, უდარდელი ხარ, ვარდისფერია ყველაფერი, ყველაფერი რაღაც განსაკუთრებით გიხარია.

ახალი წელი ეხლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ისე აღარ, აღარც თოვლის ბაბუის მჯერა. როგორ ეხუტებიან თოვლის ბაბუას ბავშვები, მათ ალბათ

სჯერათ, რომ ის ნამდვილია და 31 დეკემბერს 12 საათზე საჩუქარს მიუტანს მათ.

  Aაი უცნობი ჯარისკაცის ქანდაკება. ყოველ 9 მაისს, ომში გამარჯვების დღეს, მოდიან ყოფილი ჯარისკაცები, გამარჯვების პარკში და იმართება დღესასწაული.

  ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს.

   კვლავ ვაგრძელებ სეირნობას და დაკვირვებას თუ რა იყო და რა შეიცვალა ახლა. Dდიდი ცვლილება ნამდვილად არ არის. Mმახსოვს პატარა, რომ ვიყავი იქ პატარა კაფე იყო სადაც ნაყინი იყიდებოდა. Mმახსოვს კიდევ ძალიან მიყვარდა ბამბის ნაყინი ეგ ახლაც არის და პატარა მრგვალი ბატიბუტისგან გაკეტებული წითელი ბურთულა, სწორეს ისეთი ის პატარა ბავშვი, რომ მიირთმევს.

  სამწუხაროა, რომ მალე უნდა გავიდე ამ პარკიდან, რომელმაც დიდი სიამოვნება მომანიჭა. Dდამავიწყა ბევრი უსიამოვნო ფიქრი, რომელიც მუდამ თავში მიტრიალებს, ცოტახნით დამავიწყა ამდენი უსამართლობა და დაუნდობლობა, რაც ჩვენს გარშემო ხდება. Aახლა Gგავალ ისევ იმ რეალურ სამყაროში აღმოვჩნდები, რომელიც ასეთი უცხო და მტკივნეულია ჩემთვის...

10.12.2010

ძალიან ცოტა რამ ჩემს შესახებ :)

ეს ჩემი ბლოგია :) მე ვარ  ხიდირბეგიშვილი მარიამი 22 წლის.  ვსწავლობ ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსტეტში. სპეციალობა ჟურნალისტიკა,  მეოთხე კურსი.  ვმუშაობ საზოგადოებრივ არხში სტაჟიორად, კერძოდ ვახო სანაიას რეპორტაჟში.
13.10.2010.