ერთი შეხედვით რა კარგად არის ყველაფერი.... თითქოს უდარდელია ყველა....…
_ სადაც ამდენი ბავშვია ნუთუ შეიძლება ამდენი აშვებული ძაღლი, რომ დარბის ? _ მესმის გვერდით სკამზე მჯდომარე ახალგაზრდა დედის ხმა, რომელსაც თვეების ბავშვი, ბავშვის ეტლში უწევს.
_ პარკი იმისთვის არის, რომ ბავშვებმაც ისეირნონ და ძაღლებმაც თავისუფლად ირბინონ, რა ვიცი მე ასე ვფიქრობ. _ უპასუხა მეგობარმა, რომელიც იქვე მორბენალ ლაბრადორს უყურებდა...
_ პარკი ყველასია........- იცინის ახალგაზრდა დედა.
უცებ მეც ჩავფიქრდი, ნეტა მართლა რა ფუნქცია აქვს პარკს? ჩემთვის ალბათ დასამშვიდებელი გარემოა, სასიამოვნო, ლამაზი, მართლაც ლამაზია ვაკის პარკი, რომელიც გასაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის რადგან აქ გავიზარდე.
A ატრაქციონები..... ძველია აი ის წითელი საქანელა განსაკუთრებით ძველია სულ მეშინია არ ჩამოვარდეს, ნეტა როგორ ანდობენ ბავშვებს?
ეჰ, როგორ მიყვარდა მანქანები., რა კარგია ბავშვობა, უდარდელი ხარ, ვარდისფერია ყველაფერი, ყველაფერი რაღაც განსაკუთრებით გიხარია.
ახალი წელი ეხლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ისე აღარ, აღარც თოვლის ბაბუის მჯერა. როგორ ეხუტებიან თოვლის ბაბუას ბავშვები, მათ ალბათ
სჯერათ, რომ ის ნამდვილია და 31 დეკემბერს 12 საათზე საჩუქარს მიუტანს მათ.
Aაი უცნობი ჯარისკაცის ქანდაკება. ყოველ 9 მაისს, ომში გამარჯვების დღეს, მოდიან ყოფილი ჯარისკაცები, გამარჯვების პარკში და იმართება დღესასწაული.
ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს.
კვლავ ვაგრძელებ სეირნობას და დაკვირვებას თუ რა იყო და რა შეიცვალა ახლა. Dდიდი ცვლილება ნამდვილად არ არის. Mმახსოვს პატარა, რომ ვიყავი იქ პატარა კაფე იყო სადაც ნაყინი იყიდებოდა. Mმახსოვს კიდევ ძალიან მიყვარდა ბამბის ნაყინი ეგ ახლაც არის და პატარა მრგვალი ბატიბუტისგან გაკეტებული წითელი ბურთულა, სწორეს ისეთი ის პატარა ბავშვი, რომ მიირთმევს.
სამწუხაროა, რომ მალე უნდა გავიდე ამ პარკიდან, რომელმაც დიდი სიამოვნება მომანიჭა. Dდამავიწყა ბევრი უსიამოვნო ფიქრი, რომელიც მუდამ თავში მიტრიალებს, ცოტახნით დამავიწყა ამდენი უსამართლობა და დაუნდობლობა, რაც ჩვენს გარშემო ხდება. Aახლა Gგავალ ისევ იმ რეალურ სამყაროში აღმოვჩნდები, რომელიც ასეთი უცხო და მტკივნეულია ჩემთვის...
No comments:
Post a Comment